среда, 1 июня 2011 г.

საუკეთესო სკოლა

თბილისის კლასიკური გიმნაზია, დაარსდა 1830 წელს ადრე არსებული (1904-იდან) კეთილშობილთა სასწავლებლის ბაზაზე. 20 წლის განმავლობაში ეს გიმნაზია იყო ვაჟთა ერთადერთი საერო საშუალო სასწავლებელი საქართველოში. მასთან არსებობდა პანსიონიც.
      1801 წლიდან, როცა საქართველოში მეფის რუსეთის ოკუპაცია დაიწყო, ქართული საგანმანათლებლო საქმის გამგრძელებული გახდა კეთილშობილთა სასწავლებელი. პირველი მცდელობა, რუსული ენა საყოველთაო გაეხადათ საქართველოში, იყო 1802 წელს გახსნილი ვაჟთა ორკლასიანი სასწავლებელი, სადაც სწავლა მხოლოდ რუსულად წარმოებდა, მასწავლებლებად კი კანცელარიის რუსი მოხელები იყვნენ მოწვეულნი. რუსულენოვანი სასწავლებელი უცხო და მიუღებელი აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისათვის, რის გამოც სკოლამ არსებობა მალევე შეწყვიტა. ის 1804 წელს მთავარმართებელ პავლე ციციანოვის (ციციშვილის) ინიციატივითა და მზრუნველობით აღადგინეს და მას "კეთილშობილთა სასწავლებელი" უწოდეს.

ამ სკოლის ისტორიაში აისახა ქვეყნის ცხოვრებაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. კეთილშობილთა სასწავლებელი 26 წლის მანძილზე საქართველოში არსებული ერთადერთი საერო სკოლა იყო.
         
                                       

   
                          გასაბჭოების
                            პერიოდი  

  1924 წლიდან გასაბჭოებული საქართველოს ბოლშევიკურმა მთავრობამ სახელი შეუცვალა გიმნაზიას და მას საცდელ-საჩვენებელი სკოლა დაარქვა.ჯაჯუ (კონსტანტინე) ჯორჯიკიას დირექტორობის (1944-1953) დროს სასწავლებელში მოსწავლეთა თვითმმართველობა (კომიტეტი) შეიქმნა. გიმნაზიის სპორტულ დარბაზში ჩამოყალიბდა პირველი ქართული სპორტული საზოგადოება- "შევარდენი," ასევე პირველი სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირში პირველი სპორტული სკოლა.1954 წლიდან პირველი სკოლის დირექტორად დაინიშნა ნიკოლოზ კიკვაძე. კიკვაძის დირექტორობის პერიოდი სასწავლებლის ისტორიაში წარმატებულად წარიმართა. ახალი დერექტორის, ლიანა შეწირულის, დროს XX ს. 70-იან წლებში სასწავლებელში შეიქმნა ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, ფიზიკა-მათემატიკური, ხელოვნებათმცოდნეობის და არქიტექტორთა ჯგუფები, რომელთა კონსულტანტებად მიიწვიეს პირველსკოლადამთავრებული მეცნიერები. ფართოდ დაინერგა სკოლის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში უმაღლესი სასწავლებლების და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეცნიერ-თანამშრომელთა მოწვევის პრაქტიკა.                                      
 1977 წ. სკოლაში დაარსდა სასწავლო-სამეცნიერო "მცირე აკადემია"- "გიმნასიონი." მისი დაფუძნების ორგანიზატორები იყვნენ მეცნიერების სხვადასხვა სფეროს მოღვაწენი და სკოლის პედაგოგები. ისინი ერთობლივად ატარებდნენ ლექცია-საუბრებს, გაკვეთილებს. მოსწავლეები მეცნიერებთან ერთად მსჯელობდნენ სხვადასხვა დარგის აქტუალურ პრობლემებზე.                                                                                        XX ს. 90-იან წლებში საქართველოში დაწყებული სამოქალაქო ომის მიმდინარეობა პირველი სკოლისათვის ტრაგიკული შედეგის მომტანი აღმოჩნდა. ბრძოლების დროს დაიწვა სასწავლებლის ისტორიული შენობა და მასთან ერთად განადგურდა ბევრი უნიკალური ნივთი და ძეგლი, რითაც ასე გამოირჩეოდა ორსაუკუნოვანი სკოლა, როგორც განსაკუთრებული ქართული სასწავლებელი.

 
                                                  მეშვიდე მეხუთე 
                                          კლასი 

                                      პაპუნა კაკაბაძე     და    სალომე   შალიკაშვილი  
                                                   


                                      ლუკა გაგნიძე რატი გვაზავა  და ელენე პაპიძე                                




    
                                                   ელენე პაპიძე და ანი შავშიშვილი



ლუკა ჯინიუზაშვილი რატი გვაზავა ლუკა თურმანიძე ნიკა დვალო მარაბ ჭელიძე ირაკლი ერაძე  და პაპუნა კაკაბაძე
                                                            ანი შავშიშვილი





  ჩემი სკოლა რომელიც ძალიან მიყვარს